სამოდელო გაკვეთილი მე-9 კლასი
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,
პირადი ნომერი:დოდო ხაჩიძე
56001018310
საგანი: საქართველოს ისტორია
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილი.
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო მე-9 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:
12
სსსმ მოსწავლეები: არ არიან
გაკვეთილის თემა:
მეორე მსოფლიო ომი და საქართველო
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები
§ იმსჯელებენ
მსოფლიო ომით გამოწვეულ ცვლილებებზე და ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის
§ განივითარებენ კრიტიკული მიდგომის უნარებს წარსულის შესახებ არსებული
ინფორმაციისადმი
§ გამოკვეთენ პრობლემას და იმსჯელებენ მისი გადაჭრის გზებზე
§ გააანალიზებენ კონკრეტულ საგარეო-პოლიტიკურ ცვლილებებს,რომლებმაც გავლენა
მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე
სტანდარტთან კავშირი:
ისტ. IX.5.
·
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა
ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
|
1
|
A ფაზა/ გამოწვევა:
#1.მისალმება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზანს: დღეს ჩვენ
შევაჯამებთ ჩვენს ცოდნას მეორე მსოფლიო ომის შესახებ,ვიმსჯელებთ ომით გამოწვეულ
ცვლილებებზე და მათ მნიშვნელობაზე ქვეყნისათვის, გავაანალიზებთ საგარეო ფაქტორების
გავლენას ქვეყნის საშინაო ცხოვრებაზე ,გამოვყოფთ პრობლემებს და ვიმსჯელებთ
გადაჭრის გზებზე. ვუპასუხებთ მთავარ კითხვას- არის თუ
არა ომი ბოროტება.შემდეგ
გააცნო კლასს შეფასების კრიტერიუმები. შეფასების
რუბრიკას აკრავს დაფაზე თვალსაჩინო ადგილას. აქვე ახსენებს კლასს ქცევის წესებს და
მიუთითებს კედელზე გაკრული წესებისკენ
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის მიზანი, დაფა, ცარცი, შეფასების
რუბრიკა. ქცევის წესები
|
3წთ
|
|
2
|
#2.
წინარე
ცოდნის გააქტიურება.
აქტივობა1.ნაწყვეტის
ჩვენება მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
ნაწყვეტს რუსეთ- საქართველოს 2008 წლის ომზე,
აქტივობა 2. ,,ომი“
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ კითხვაზე,საერთოდ ომს რა შედეგები მოაქვს
კაცობრიობისათვის რასთან ასოცირდება ეს სიტყვა მათთვის და წინასწარ მომზადებულ ფორმატზე
,,ომი“ ჩამოწერს მოსწავლეების მიერ ნაკარნახევ სიტყვებს,
კითხვებზე
აქტივობა 3.კითხვა-პასუხი:
ამის შემდეგმასწავლებელი სვამს კითხვებს:
-მეორე
მსოფლიო ომის დაწყება-დამთავრება
-საბჭოთა
კავშირ-გერმანიის ომის დაწყება-დამთავრება
-როგორია
საქართველოს წვლილი ამ ომში
-როგორ
ფიქრობთ ეს ბევრია თუ ცოტა საქართველოსთვის
-თქვენს
ოჯახებს რა შეხება ჰქონდათ ამ ომთან
-დაასახელეთ
იარაღი რომელიც ამ ომში პირველად იქნა გამოყენებული და სად
-ვინ
იყვნენ საბჭოთა კავშირის, გერმანიის, ინგლისის და აშშ-ის მეთაურები ამ პერიოდში
|
ვიდეოჩვენება
გონებრივი იერიში
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
ნაწყვეტი
ფორმატი
სახელმძღვანელო
|
2 წთ
2 წთ
2 წთ
|
|
3
|
Bფაზა/
ცოდნისკონსტრუირება:
აქტივობა 4.პარალელების გავლება:
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს1 -ლი და მეორე
მს. ომების შედეგებს სთხოვს დააკვირდნენ მონაცემებს და გამოთქვან აზრი, კითხვაზე:
საქართველო მონაწილეობდა როგორც პირველ, ისე მეორე მსოფლიო ომში,თქვენი აზრით, იყო
თუ არა განსხვავება ამ ორ მონაწილეობას შორის და კერძოდ რა. გაავლეთ პარალელი ამ
ომებს შორის
|
პარალელის გავლება
|
მთელი კლასი
|
ომების შედეგები
|
3 წთ.
|
|
4
|
აქტივობა 5. „დასკვნის გამოტანა“
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს რაიხსტაგზე დროშის
აღმართვის სურათს, ასევე ეგოროვისა და ქანთარიას სურათს და სთხოვს, გამოთქვან აზრი,რაიმე
სიმბოლურს ხომ არ ხედავენ იმაში, რომ რაიხსტაგზე
დროშა ქართველმა და რუსმა ჯარისკაცმა აღმართეს თუ ეს შემთხვევითი იქნებოდა
|
პრეზენტაცია
|
მთელიკლასი
|
ფოტომასალა
|
3 წთ
|
|
5
|
აქტივობა 6.,, დოკუმენტის ანალიზი
და პრეზენტაცია“. მასწავლებელი
კლასს ყოფს ორ ჯგუფად. ერთს აძლევს დოკუმენტს ,,პარტიზანული დივიზიის მეთაურის
გენერალ-მაიორ ვერშიგორას მოხსენებიდან:, მეორეს- გერმანიაში მოქმედი ქართული ლეგიონის
შტაბის მოწოდებას ტყვედ ჩავარდნილი ქართველი საბჭოთა მეომრებისადმი და აცნობს დავალებას:
გააანალიზეთ ტყვედ ჩავარდნილი და ტყვეობიდან გამოქცეული მეომრების მოტივაცია. დოკუმენტების
ანალიზის და პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი სვამს დამაზუსტებელ კითხვას: რა რისკები
არსებობდა თქვენი აზრით ტყვე მეომრებისადმი ასეთი მოწოდებების დროს
|
არგუმენტირებული მსჯელობა
|
ჯგუფური მუშაობა
|
დოკუმენტები
|
6 წთ
|
|
6
|
აქტივობა 7. პრობლემური კითხვა :
მასწავლებელი სვამს კლასში კითხვას და აკრავს დაფაზეც:
საბჭოთა
რეჟიმის მთელი სისასტიკის მიუხედავად, პროპაგანდის და აგიტაციის წყალობით, ეს ომი ყველა საბჭოთა ადამიანისთვის
სამამულო ომად იქცა.
იმსჯელეთ,
თქვენი აზრით, იყო ეს ომი საქართველოსთვის სამამულო ომი?
აქტივობა 8.მიზეზ-შედეგობრივი ხე
,,ომი“ მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ფორმატზე გამზადებულ
მიზეზების და შედეგების ხეებს და სთხოვს დაადგინონ, რა მიზეზები იწვევს ომებს და
რა შედეგები მოაქვს მას ნებისმიერი ქვეყნისთვის. არჩეული ლიდერები გააკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა 9.პრობლემური კითხვა: მასწავლებელი
კიდევ ერთ პრობლემურ კითხვას სვამს კლასში-
როგორ ფიქრობთ, რომ არა საბჭოთა კავშირი,დამარცხდებოდა თუ არა გერმანია ამ ომში.
პასუხი დაასაბუთეთ
|
კითხვა
პასუხი
პრობლემის ანალიზი
არგუმენტირებული მსჯელობა
|
ინდივიდუალურად
ჯგუფური მუშაობა
ინდივიდუალურად
|
ფურცელი
ფორმატის ფურცელი
პრობლემური კითხვა
|
4 წთ.
7 წთ
5 წთ
|
|
7
|
C-ფაზა.
შეჯამება: მასწავლებელი
აჯამებს გაკვეთილს და სვამს კითხვას
- რომელი ომის ნაწყვეტი ვნახეთ გაკვეთილის დასაწყისში.
-არის
თუ არა ომი ბოროტება
ბოლოს
გამოყოფს გაკვეთილის მტავარ სათქმელს: ომი ყველა დროში ომია
|
დასკვნების გამოტანა
|
მთელი კლასი
|
კითხვები
|
3 წთ
|
|
|
შეფასება: მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას,
იყენებს შეფასების სქემას და აძლევს
აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს სათითაოდ.
ბოლოს აჩვენებს მოსწავლე მარიამ ბუაჩიძის
მიერ მომზადებულ სლაიდს ომის მონაწილე გრიშა გელაშვილთან კლასის სტუმრობის ამსახველი
ფოტოსურათებით
|
შეფასება
|
ინდივიდუალურად
|
შეფასების რუბრიკა
სლაიდი
|
4 წთ
|
|
10
|
საშინაო დავალება: მასწავლებელი
უთითებს მოსწავლეებს მხატვრულ ნაწარმოებებზე, რომლებიც ომის თემაზეა შექმნილი, წასაკითხად
|
საშინაო დავალება
|
ინდივიდუალურად
|
კალამი და რვეული
|
1 წთ.
|
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა იმსჯელეს ომების მიზეზებზე, შედეგებზე,
გაავლეს პარალელი, გააანალიზეს ომით გამოწვეული ცვლილებები ქვეყნისათვის და გამოკვეთეს
თავისი დამოკიდებულება ომის მიმართ.
ხელმოწერა:
თარიღი:
ინდივიდუალური შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
იშვიათად
|
პატივს სცემს
სხვის მოსაზრებებს, უსმენს მათ და არ უშლის ხელს საუბარში.
|
|
|
|
პრეზენტაციას
აკეთებს საინტერესოდ და
ორიგინალურად.
|
|
|
|
აქტიურია, ხალისით
ერთვება ყველა აქტივობაში.
|
|
|
|
მეტყველებს
გასაგებად, სალიტერატურო ენის
ნორმების დაცვით
|
|
|
|
მოჰყავს
ადეკვატური არგუმენტები, მაგალითები.
|
|
|
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა ჩართულია
|
ყველა ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისადა აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
Comments
Post a Comment