ისტორიის გაკვეთილის გეგმა მე-9 კლასი

გაკვეთილის თემა
დიდგორის ბრძოლა და მისი შედეგები
სწავლების საფეხური
მეორე საფეხური, მეცხრე კლასი
საგანი
ისტორია              
მასწავლებლის სახელი, გვარი
დოდო ხაჩიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
8 მოსწავლე.
განსაკუთრებული  საჭიროებ. მქონ. მოსწავლეთა რაოდენ.
0
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
§  მოსწავლეები განივითარებენ კვლევით უნარებს
§  განიმტკიცებენ  მსჯელობის,წაკითხულის გააზრების,გადმოცემის უნარ-ჩვევებს
§  გაიმდიდრებენ თეორიული ცოდნის მარაგს.
§  იმსჯელებენ მეფის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ




ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები


ისტ.IX 5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე
  ინდიკატორები:
  მსჯელობს საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე
  აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე
   აკავშირებს საშინაო და საგარეო ფაქტორებს


  
აქტივობები.
დროის განაწილება. 


გამოწვევა:
აქტივობა#1. მისალმება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,  მიზნის გაცნობა (3 წთ.)
აქტივობა#2. წინარე ცოდნის მობილიზება: კითხვა-პასუხი(5 წთ).  აქტივობა#3. .მოლოდინების გზამკვლევი ახალ მასალასთან დაკავშირებით(2 წთ).
  აქტივობა.4 შესასწავლი თემის  შესახებ მინილექცია და  სლაიდშოუს ჩვენება. (3წთ.)

ცოდნის კონსტრუირება: (სიღრმისეული  წვდომა)
აქტივობა#5.დოკუმენტური ტექსტის კითხვა და ანალიზი(3 წთ)
აქტივობა.6. შეკითხვების დასმა:ფაქტობრივი და სააზროვნო(2წთ).
აქტივობა.7. ახალი მასალის განვლილთან დაკავშირება( 4 წთ).
აქტივობა.8.პარალელის გავლება სხვა  ბრძოლებთან(2 წთ)
აქტივობა.9დისკუსია მეფის მიერ არჩეული საგარეო კურსის შესახებ(10 წთ)
აქტივობა.10 ჯგუფური მუშაობა,, 5 კითხვა’’(7 წთ)
შეფასება:
აქტივობა# 11. გაკვეთილის შეჯამება (2წთ)
აქტივობა#12.შეფასება(2წთ)


გაკვეთილის მსვლელობა
    საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ  დაფაზე ვაკრავ  გაკვეთილის მიზანს და თან ვაცნობ კლასს.
 შემდეგ   დაფაზე ცენტრში ვწერ,,დავით აღმაშენებელი“ და ვთხოვ მოსწავლეებს ,მიკარნახონ ყველა ის მახასიათებელი, რასთან ასოცირდება ეს სახელი(გონებრივი იერიშით). მერე კიდევ ამ სიტყვებს ჩავშლით,კითხვა-პასუხით გამოვიკითხავ წინა მასალას.
 ვაცნობ ახალი თემის სათაურს და ვთხოვ, გამოთქვან ვარაუდები, ჩამოვწერ  დაფაზე, შემდეგ ვატარებ მინილექციას და ეკრანზე ვაჩვენებ სლაიდშოუს .ეცნობიან დოკუმენტურ მასალას,აანალიზებენ.შემდეგ ვსვამ კითხვებს ახალი მასალის ირგვლივ,ვთხოვ,გაიხსენონ ქართველთა მიერ გადახდილი სხვა ბრძოლები და შეადარონ დიდგორის ბრძოლას.
  ვსვამ სადისკუსიო კითხვას:როგორ შეაფასებდით დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკას,ვისმენ მოსწავლეთა აზრებს და ურთიერთშეკითხვებს.
  პირველი-მეორეზე გათვლით ვყოფ 2 ჯგუფად და ვთხოვ,ახალი მასალიდან დაუსვან ერთმანეთს წერილობით 5 კითხვა.შემდეგ გასცენ პასუხები და თვითონვე გაასწორონ ნამუშევრები.
ჯგუფები აკეთებენ ჩანაწერს და აკეთებენ პრეზენტაციას.
  ამის შემდეგ ვაკეთებთ შეჯამებას, ვსაუბრობთ გაკვეთილის  მთავარ სათქმელზე.მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს,რა მოეწონათ და რისი გაგება სურთ კიდევ.
  ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.





შეფასება

1.მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის შეფასება.
2. განმავითარებელი შეფასება კომენტარებით.

  3.განმსაზღვრელი  შეფასება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
ტექსტი, დაფა, კალმები, რვეულები, კომპიუტერი, პროექტორი.



Comments

Popular posts from this blog

სამოდელო გაკვეთილი მე-9 კლასი

სასწავლო პროექტი ,,სხვა საქართველო სად არის"